სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 30-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატები სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში, მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია), ოკუპაციურ თერაპიაში ან სპეციალურ განათლებაში, ასევე გავლილი ჰქონდეს პედაგოგთა პროფესიული უნარების 60 კრედიტიანი პროგრამა.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 375 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 21 აპრილის ჩათვლით უნდა გაგზავნონ. სამუშაოს დაწყების თარიღად 28 აპრილია მითითებული.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს