საზოგადოება
14.04.2025 13:45
დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.

„სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტო ხელს უწყობს სოფლად განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარი საქმიანობა წამოიწყონ ან გააფართოონ.

სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 100-ზე მეტი სათბური უკვე მოეწყო“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაინტერესებულ პირებს სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულთა სია განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე idp. moh. gov. ge

კვირის ამბები