სუმოში გამართულ ევროპის თასზე - ROLAND CUP 2025 გორელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
ლუკა ავაზაშვილი მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალს დაუფლა, რაც შეეხება აბსოლუტურ წონით კატეგორიას, სპორტსმენი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ავაზაშვილის გარდა, ტურნირზე კიდევ ერთი გორელი სუმოისტი ბადრი ხატისკაცი მონაწილეობდა, რომელმაც მძიმე წონაში ვერცხლის, ხოლო აბსოლუტურში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ორივე სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია და მათი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა. სუმოისტები არაერთი შეჯიბრის გამარჯვებულები და პრიზიორები არიან.
ევროპის თასი გერმანიის ქალაქ ბრანდერბურგში ჩატარდა. შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები ხუთი სპორტსმენით ასპარეზობდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს