

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც, სოფელში მცხოვრები 100-ზე მეტი ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის რეაბილიტაციასაც. გარდა ამისა, მოეწყობა სანიტარიული დაცვის ღობე და ორი საქლორატორო, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.
სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიცში, ფლავისმანში, ერგნეთში, ფლავში, ქვემო არცევში, აძვში და ქვეშშია დაგეგმილი.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.