სპორტი
11.04.2025 14:52
„გორი“ „ბახმაროს“ დაუპირისპირდა - მატჩი გორელთა გამარჯვებით დასრულდა

გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ „ბახმაროს“ დაუპირისპირდა.

მატჩი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი გიორგი ალიმბარაშვილმა და გოგი მამულაშვილმა გაიტანეს. რაც შეეხება „ბახმაროს“ ფეხბურთელებს, გორელთა კარში გატანილი გოლის ავტორი ნიკოლოზ ხელიძეა.

ეროვნული ლიგა 3-ის 2025 წლის სეზონის მესამე ტურის თამაში გორში ჩატარდა.

მომდევნო შეხვედრაში „გორი“ „დიდუბეს“ დაუპირისპირდება. მატჩი 17 აპრილს 16:00 საათზე დაიწყება და კასპის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება.

კვირის ამბები