

სოციალური პროექტის - „ერთად მომავლისკენ“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის სომხურენოვანი საჯარო სკოლების მოსწავლეები ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის იუნკერებმა სკოლის მოსწავლეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა პრეზენტაცია და სტუმრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის, ბაკალავრიატის, ქართულ ენაში მომზადების პროგრამების და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს, ასევე, აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ იუნკერების საცხოვრებელ პირობებს, მოინახულეს სალექციო კლასები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, რეკრეაციის ცენტრი, აუზი და სპორტული დარბაზი.
როგორც აკადემიაში აღნიშნეს, გაცნობითი სახის ვიზიტები საზოგადოებაში აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციის უწყობს ხელს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.