როსტომ აბაშიძის სახელობის ტურნირზე კლუბ „ჩემპიონის“ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა (მწვრთნელი: გიორგი გოგშელიძე) ორი -პირველი, ორი - მეორე და რვა მესამე ადგილი დაიკავეს.
მოჭიდავეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ.
2008-2009 წწ. დაბადებულებს შორის გიგი მარანელმა (65 კგ.) პირველი ადგილი დაიკავა. ზურა თინიკაშვილი (60 კგ.) კი მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
რაც შეეხება 2010-2011 წწ. დაბადებულებს შორის ასპარეზობას, შეჯიბრის გამარჯვებული ტატო ცხაოშვილი (44 კგ.) გახდა.
მეორე ადგილზე ნიკოლოზ ჭიღლაძე (57 კგ.) და დავით ბრეგვაძე (75 კგ.) გავიდნენ.
დემეტრე ინაური (32 კგ.), დაჩი ცხაოშვილი (32 კგ.), ნიკოლოზ პარასკებაშვილი (35 კგ.), გიორგი ღვინაძე (41 კგ.), ირაკლი ჯაფარიძე (42 კგ.), საბა ბითარიშვილი (48 კგ.) და ნიკოლოზ მიღრიჯანაშვილი (75 კგ.) კი მესამე ადგილს დაეუფლნენ.
როსტომ აბაშიძის სახელობის ტურნირი მისაქციელში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა.