საზოგადოება
11.04.2025 11:10
გორის მუნიციპალიტეტის 31 სოფელში გზების მოწესრიგება იგეგმება - გაეცანით სოფლების ჩამონათვალს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 31 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გამოცხადებულია ტენდერი და შიდა გზები მოიხრეშება მერეთში, ზემო ხვითში, ზემო ნიქოზში, ყელქცეულში, ძევერაში, სათემოში, ხელთუბანში, კოშკებში, ბროწლეთში, მეღვრეკისში, პატარა ხურვალეთში, ქვემო შავშვებში, ახალშენში, ქვემო ახალსოფელში, ზეღდულეთში, ქვემო სობისში, ზემო სობისში, კირბალში, კვარხეთში, დიცში, არბოში, კარბში, ახრისში, მუმლაანთკარში, ნაწრეტში, ჯებირში, ფუხაანთუბანში, წედისში, ზემო ქსოვრისში, ოლოზსა და ქვემო ნიქოზში.

„„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, აღნიშნულ სოფლებში შიდა გზების მოწესრიგება ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 482 630 ლარია.

გარდა ამისა, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ გორის მუნიციპალიტეტის კიდევ 81 დასახლებულ პუნქტში შეარჩია. პროგრამის ფარგლებში კი თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები