შიდა ქართლში, ქალაქ ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასევე დასრულდა კულისების და ადმინისტრაციული ოთახების რეკონსტრუქციაც.
რეაბილიტირებული შენობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი პაპიაშვილმა, მერის მოადგილემ ზვიად გოგუაძემ მოინახულეს და აღნიშნეს, რომ დარბაზში დამონტაჟებული თანამედროვე ტიპის გახმოვანების და განათების სისტემები, ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური დონის ღონისძიებების ჩასატარებლად.
„ამ ეტაპზე ინვენტარის შესაძენად მიმდინარეობს საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები, რაშიც ჩართულები არიან დიზაინერები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები. პროექტების განხორციელებისას, ასევე, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა მიმართულებით, „ხაშურის ახალგაზრდული საბჭოს“ აქტიურობაც“, -აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.