რვა მედლით დაასრულეს გორელმა ძიუდოისტებმა ახალგაზრდებს შორის გამართული საქართველოს ჩემპიონატი.
მოპოვებული მედლებიდან ერთი - ოქროს, სამი - ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს სინჯისაა.
ჩემპიონის ტიტულს გიგი გიუნაშვილი დაეუფლა. სპორტსმენი 73 კგ. კატეგორიაში ასპარეზობდა.
ვერცხლის მედალი დავით ქარელის (66 კგ.), ილია ყველაშვილის (81 კგ.) და ნოდარ კობალაძის (+100 კგ.) ანგარიშზეა.
რაც შეეხება ზურაბ ჭიღლაძეს (81 კგ.), ილია თურაზაშვილს (90 კგ.), ალექსანდრე ჭეჭელაშვილს (100 კგ.) და თამაზ ბიგანაშვილს (+100 კგ.), სპორტსმენები ბრინჯაოს პრიზიორები არიან.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთაგან შვიდი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია, ზურაბ ჭიღლაძე კი ძიუდოს კლუბ ,,გორიჯვრის“ სპორტსმენია.
საქართველოს ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს