საზოგადოება
08.04.2025 12:37
დიცში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება ჭაბურღილი, ქსელი, რეზერვუარები. გარდა ამისა, მოეწყობა სანიტარული ღობე, საქლორატორო. მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც.

„სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრებ 500-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება. დიცის გარდა, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ფლავისმანში, ერგნეთში, ფლავში, ქვემო არცევში, აძვში, კოშკასა და ქვეშში არის დაგეგმილი“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები