ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის გიტარის პედაგოგი თამარ გიუნაშვილი კლასიკური გიტარის კონგრესის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
ხელოვანი 2026 წლამდე, შიდა ქართლში, იოჰან სებასტიან ბახის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.
როგორც პედაგოგმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, მსგავს კონკურსებში გამარჯვება მოტივაცია და დიდი პასუხისმგებლობაა.
„კლასიკური გიტარის კონგრესის მიერ ჩატარებული თითოეული სიმპოზიუმი ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მოგეხსენებათ, ბახის ნაწარმოებების შესრულება არ არის ადვილი, მითუმეტეს კლასიკური გიტარის თანხლებით. ძალიან გახარებული ვარ და მოტივირებული კიდევ ბევრი მიღწევისთვის“, - აღნიშნა თამარ გიუნაშვილმა.
ცნობისთვის, კონკურსი საქართველოს მასშტაბით გაიმართა და რეგიონებში მცხოვრები მუსიკოსები მონაწილეობდნენ.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს