საზოგადოება
08.04.2025 11:52
გორის განვითარების სააგენტოს პროექტში მონაწილეობისთვის კონკურსი დასრულდა - „ველური ბუნების მცველების“ გამარჯვებულები 14 აპრილს გამოვლინდებიან

„ველური ბუნების მცველები“ - გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტისთვის კონკურსი დასრულდა.

სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსი, რომელიც 3 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა, მონაწილეობა 10-მა გუნდმა და 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომლებმაც TikTok ვიდეოებით აჩვენეს, როგორ უვლიან და იცავენ ბუნებას.

„კონკურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებს შთამბეჭდავი იდეები აქვთ და გორის მუნიციპალიტეტში ეკო-აქტივიზმი უფრო ხილული და ძლიერი გახდა.

რაც შეეხება გამარჯვებულს, გამარჯვებული გუნდის ვინაობას 14 აპრილს, 15:00 საათზე, ლომჭაბუკის სკვერში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში დაგეგმილ სპეციალურ ღონისძიებაზე გაიგებთ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ეკო-ბანაკში ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტზე.

გარემოსდაცვითი აქტივიზმისთვის კი ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა“, - აცადებენ გორის განვითარების სააგენტოში.

შეგახსენებთ, პროექტში მონაწილეობა 3-10 წევრისგან შემდგარ გუნდებს (ეკო-კლუბი, სკოლის ჯგუფი, სტუდენტური გაერთიანება) შეეძლოთ.

კვირის ამბები