დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კადეტთა მე-9 საერთაშორისო კვირეული დასრულდა.
პროგრამის წარმატებით დასრულება კადეტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, აკადემიის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა მიულოცა. გამოვლენილი ინტერესის და აქტიურობის გამო, პოლკოვნიკმა კადეტებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ღონისძიების დასასრულს კი მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
„საერთაშორისო კვირეული საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის განმტკიცებას, სტუმრებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის და საქართველოს უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, კადეტთა მე-9 საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, თხუთმეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის, თორმეტი უცხოური სასწავლებლის წარმომადგენლებს მასპინძლობდა. კვირის განმავლობაში მონაწილეებს, სხვადასხვა სახის აკადემიურ, სამხედრო და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობის და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. პროგრამა მრავალფეროვანი პრეზენტაციებით, სპორტული შეჯიბრებებითა და ექსკურსიებით იყო დატვირთული“, - აღნიშნეს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.