სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გორის გოგონათა გუნდმა რიგაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო კონკურსზე - „RIGA SIGNS 2025“ იმანტ კოკარსის სახელობის გრან-პრი მოიპოვა.
ღონისძიებაში, რომელშიც 12 ქვეყნის 30-ზე მეტი მუსიკალური გუნდი მონაწილეობდა, გორელებმა ახალგაზრდული გუნდების კატეგორიაში პირველი პრემია და ოქროს მედალი მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ნომინაციაში - „საუკეთესო დირიჟორი“ გორის გოგონათა გუნდის ქორმაისტერმა ნინო წიკლაურმა გაიმარჯვა.
ცნობისთვის, გორის გოგონათა გუნდი რიგაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს კულტურის სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაემგზავრა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს