საზოგადოება
07.04.2025 12:36
სიმონ გულედანთან გამართულ შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის საკითხები და საჭიროებები განიხილეს

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა საჯარო რეესტრის, მერიის და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის შესახებ, რეგისტრაციის პროცესში საჯარო მოხელეების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აქტიურ და ორმხრივ თანამშრომლობაზე.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2022 წელს დაიწყო და 2025 წლის ბოლომდე გრძელდება.

რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს.

რეფორმის დასრულების შემდეგ კი შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება“, - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში.

შეხვედრაზე, აღნიშნული რეფორმის გარდა, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტები და არსებული საჭიროებები განიხილეს.

კვირის ამბები