სპორტი
07.04.2025 12:34
გორელი ხელბურთელი დავით ყურელი ესპანეთის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

გორელი ხელბურთელი დავით ყურელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ესპანეთის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ცნობით, ნაკრები ესპანეთში უკვე გაემგზავრა.

გუნდი ხუთი დღის განმავლობაში საწვრთნელ მომზადებას გაივლის. შემდეგ კი ლორეტ დელ მარშის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. გარდა ამისა, დაგეგმილია სპეციალური ვიზიტი ბარსელონას აკადემიაში - ერთობლივი ვარჯიშები და ამხანაგური მატჩები.

შეგახსენებთ, დავით ყურელი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთის სექციის აღზრდილია.

კვირის ამბები