გორელი ძიუდოისტი გიორგი ზურაბაშვილი (90 კგ.) ტეპლიცეს ევროპის თასის გამარჯვებულია.
სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელი, სერბი, გერმანელი, ლიეტუველი და ნიდერლანდელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაესაკუთრა.
გიორგი ზურაბაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ტეპლიცეში გამართული ევროპის თასი ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ექვსი მედლით დაასრულეს. სპორტსმენების ანგარიშზე ოთხი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს