

გორში, სტალინის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 31 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. შემთხვევა მტკვრის ხიდის მიმართულებით არსებული შუქნიშნის სიახლოვეს მოხდა, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. დაშავებულის ახლობლების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს