

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა.
გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 941 მეტრია.
პროექტის ღირებულება 700 000 ლარზე მეტია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.