გიორგი გოგშელიძეს კლუბ - „ჩემპიონის“ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტალინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრის - „Tallinn Open” გამარჯვებული ტატო ცხაოშვილი (44 კგ.) გახდა. სპორტსმენმა, რომელიც 13-წლამდელთა შორის ასპარეზობდა, ცხრა შეხვედრა წარმატებით ჩაატარა და პირველ ადგილს დაეუფლა.
რაც შეეხება მამუკა მექვაბიშვილს (74 კგ.), მეორე ადგილზე გავიდა. ლაშა გოგშელიძე (70 კგ.) კი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
ორივე სპორტსმენი 20-წლამდელთა შორის ასპარეზობდა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს