

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ქართული რეწვის სახელოსნოების მინი გალერეაში ტრადიციული რეწვით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ახალი კურსი დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა სამ თვეს მოიცავს და მოსწავლეები და დასაქმების მიღმა მყოფი ქალები თექას, ფარდაგების ქსოვას და კერამიკას შეისწავლიან.
რაც შეეხება პროგრამის მიზანს, დასაქმების ხელშეწყობა, ქართული რეწვის ტრადიციების განვითარება და ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების გაძლიერებაა.
„პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებში მოტორიკის და კონცენტრაციის უნარების განვითარებას, ხოლო ქალებისთვის ახალი პროფესიის, შემოქმედებითი თვითგამოხატვის და შემოსავლის წყაროს შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
სამთვიან კურსებში ამ დრომდე ორასამდე ბავშვმა და 50-მდე ქალმა მიიღო მონაწილეობა“, - აცხადებენ სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.