

დღეს, 2 აპრილს, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების კომისია ფაქტების გადასამოწმებლად მკითხველს 10 მარტივ რჩევას უზიარებს:
იყავი კრიტიკული! დასვი კითხვა - რატომ?;
ენდე პირველად და ავტორიტეტულ წყაროებს;
ფრთხილად იყავი სენსაციურ სათაურებთან და სრულად გაეცანი ინფორმაციას;
გადაამოწმე ავტორი;
გააანალიზე კონტექსტი;
არ დაეყრდნო მხოლოდ ერთ წყაროს;
გადაამოწმე თარიღი;
დარწმუნდი, რომ ვებ-საიტის დომეინი სანდოა;
გამოიყენე ფაქტების შემმოწმებელი ვებ-გვერდი;
გადაამოწმე სტატიაში გამოყენებული მეორადი წყაროები.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.