

გორის მერია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას გაუწევს
ადგილობრივი თვითმმართველობა ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვებს მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას გაუწევს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარების წლის ლიმიტი 2000 ლარია.
დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. კუთვნილი შემწეობის მისაღებად, მათ წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.