ბავშვების კულინარიით, როგორც პროფესიით დაინტერესების მიზნით, გორში „კულინარიული მასტერკლასი“ ჩატარდა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გასტროსივრცე - „ცირკის“ თანამშრომლობით გაიმართა.
კულინარიულ აქტივობაში გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები (ბავშვები მრავალშვილიანი ოჯახებიდან, ასევე, არასრულწლოვნები, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავთ ერთ-ერთი, ან ორივე მშობელი) მონაწილეობდნენ.
მასტერკლასს აღმასრულებელი შეფი დემნა ყუფუნია უძღვებოდა.