დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა დავით აწკარუნაშვილმა, ამირან და თორნიკე ბაბუციძეებმა გორის მეთორმეტე საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიებას სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ და სტუმრებმა იმ სიახლეების და პროგრამების შესახებ მიაწოდეს ისაუბრეს, რასაც ეროვნული თავდაცვის აკადემია სამხედრო საქმით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს.
„საინტერესო შეხვედრა შედგა. ახალგაზრდებმა სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
გვეამაყება, რომ საინფორმაციო შეხვედრას ჩვენივე სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები უძღვებოდნენ, რომლებიც, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმატებული იუნკერები არიან“, - აღნიშნეს მეთორმეტე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში.