

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პროექტის მიხედვით, დამონტაჟდება ჭაბურღილი. გარდა ამისა, მოეწყობა საქლორატოროს და სანიტარიული დაცვის ღობე, მაგისტრალური მილსადენი, რკინა-ბეტონის ჭა (თუჯის ხუფით).
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრებ 500-ზე მეტი ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი საქლორატოროს მოწყობა ერგნეთშიც. ფლავისმანის და ერგნეთის გარდა, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ფლავი, ქვემო არცევი, დიცი, აძვი, კოშკა და ქვეში, განხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.