საზოგადოება
01.04.2025 11:50
ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გორში ვიზიტისას ტყის მართვის პროცესში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტომ ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტის (UHUL) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მხარეებმა შეხვედრაზე ტყის მართვის დოკუმენტის შედგენის საკითხი, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე საქმიანი ეზოს მოწყობა და ადმინისტრაციისთვის შესაბამისი ტექნიკის შეძენა განიხილეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტყის მართვის პროცესში არსებულ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ინიციატივა კი ხელს შეუწყობს ტყის აღდგენისა და მისი მდგრადი გამოყენების გაუმჯობესებას, ასევე, ადგილობრივი თემის ჩართულობის გაზრდას.

ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და ახალ, ერთობლივ ინიციატივებს მოიცავს, რომელიც ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის გაჯანსაღების და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები