პროექტის - „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმის შემუშავება უკვე დაიწყო.
გორის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანს ტერიტორიის მდგრადი მართვა, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება და ადგილობრივი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობა წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის, ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და დაინტერესებული მოქალაქეები.
„პროექტი - „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, მათ შორის ლანდშაფტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის და მეწარმეების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, ეკო-განათლების ხელშეწყობას და დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ინსტიტუციურ გაძლიერებას“, - აცხადებენ სააგენტოში.
პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ორგანიზაცია People in Need Georgia ახორციელებს.