

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე, სოფლებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გორში სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძეს, 404 მეტრია.
„ამ ეტაპზე, ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია, ტროტუარების მოწყობა და საგზაო ნიშნების განთავსებაც.
პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ოთარ ჩხეიძის ქუჩის რეაბილიტაციასაც, რომლის სიგრზეც 190 მეტრია. სამუშაოები მალე დაიწყება. ორივე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 600 ათას ლარზე მეტია“, - აცხადებენ მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.