ახალგაზრდულ ბიბლიოთეკაში გორელი ხელოვანის ლალი ყაზიშვილის თოჯინების გამოფენა მოეწყო.
აქტივობის ფარგლებში, მხატვარმა და მეთოჯინემ მასტერკლასიც ჩაატარა.
ღონისძიება მეთოჯინეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მოსწავლე-ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
„დაახლოებით ერთ წელზე მეტია, რაც თოჯინების დამზადება დავიწყე. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თითოეულ მათგანზე მუშაობა. მსურს, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობასაც გავუზიარო და შევაყვარო ხელოვნების ეს საუკუნოვანი სახეობა“, - აღნიშნა ლალი ყაზიშვილმა.
ცნობისთვის, მეთოჯინეთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა ირანელ მეთოჯინე ჟივიდა ზოლფაღარის ეკუთვნის. მან ეს წინადადება მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანების (UNIMA) მე-18 კონგრესზე განსახილველად 2000 წელს შეიტანა და მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე პირველად 2003 წელს აღინიშნა.