

საქართველოს მასშტაბით გაშენებული ატმის ბაღების ფართობი, წინა წელთან შედარებით, 54%-ით გაიზარდა და 57 ჰექტარს შეადგენს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ატმის ბაღების გაშენება, 2024 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო - Rural Development Agency-ს თანადაფინანსებით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში განხორციელდა და ბაღების გაშენება სახელმწიფომ 320 ათასი ლარით დააფინანსა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სრულმა ინვესტიციამ 900 ათას ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, ატმის ბაღების გაშენება 234 ჰექტარ ფართობზე 1.2 მლნ ლარით დაფინანსდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.