„თოჯინების სამყარო” - მეთოჯინეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში ლალი ყაზიშვილის ნამუშევრების გამოფენა ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში, მხატვარი და მეთოჯინე მასტერკლასსაც ჩაატარებს.
გამოფენა ხვალ, 27 მარტს, 14:00 საათზე მოეწყობა. აქტივობა გორის ახალგაზრდულ ბიბლიოთეკაში (ცხინვალის №21/ა) გაიმართება.
ცნობისთვის, მეთოჯინეთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა ირანელ მეთოჯინე ჟივიდა ზოლფაღარის ეკუთვნის. მან ეს წინადადება მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანების (UNIMA) მე-18 კონგრესზე განსახილველად 2000 წელს შეიტანა და მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე პირველად 2003 წელს აღინიშნა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს