

გორის მუნიციპალიტეტის მერია ჯანდაცვის მიმართულებით არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს. მათ შორის, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს უფინანსებს საჭირო კვლევებს, საჭირო მედიკამენტების ღირებულებას და სამედიცინო პროცედურებს.
ადგილობრივ თვითმმართველობას სოციალური პროგრამისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში ხარჯები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების დასახმარებლადაც აქვს გათვლილი. პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით, მედიკამენტების შესაძენად წლიურად 300 ლარი დაუფინანსდებათ.
რაც შეეხება მედიკამენტების შესაძენი თანხის წლიურ ლიმიტს, კუთვნილი დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.