

ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გორში ღონისძიება გაიმართა.
საგანმანათლებლო აქტივობა ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგებიც მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ანიმაციური ფილმის - „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“ ჩვენება გაიმართა. ფილმი გარემოს აღდგენის და ბუნების დაცვისკენ ადამიანის ძალისხმევას ასახავს. მონაწილეებმა ფილმის ძირითადი გზავნილების შესახებ იმსჯელეს.
გარდა ამისა, ტყეების და ბიომრავალფეროვნების თემებისშესახებ ვიქტორინაც მოეწყო.
„მონაწილეთა შეფასებით ღონისძიებამ გაამყარა მათი ცოდნა გარემოს დაცვის საკითხებზე და გააღვივა მოტივაცია ტყის შენარჩუნების და აღდგენისადმი“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.