

ცოტა ხნის წინ გორის ცენტრალურ მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შუქნიშანთან ერთმანეთს საპირისპირო მხრიდან მოძრავი სამი ერთეული სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება არავის მიუღია, შესაბამისად, სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება საჭირო არ გახდა. ავარიის შედეგად დაზიანდა სამივე ავტომობილი, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.