

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 4-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და მეცადინეობის ჩატარებას V-VI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 384-535 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 30 მარტს ეწურებათ, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღად კი, 7 აპრილია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.