

გორის მუნიციპალიტეტის მერია და „Pascal STEAM Community“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებსSTEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მერია კონკურსის წესით შერჩეულ 10-დან 15 წლამდე ასაკის 30 მოსწავლისთვის კურსს სრულად დააფინანსებას.
სწავლება ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები კომპიუტერულ პროგრამებს შეისწავლიან. გარდა ამისა, შექმნიან, ააწყობენ და დააპროგრამებენ რობოტებს.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია და „Pascal STEAM Community“ უკვე მეორე წელია თანამშრომლობს. მერიის დაფინანსებით გასულ წელს სრული კურსი 30 მოზარდმა უკვე გაიარა. ინიციატივის მიზანი ახალგაზრდებისSTEAM - ით დაინტერესება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა“, - აცხადებენ მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.