

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საერთო საცავიდან წიგნის დისტანციურად დაჯავშნა მარტიდან უკვე შესაძლებელია.
ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქამდე დისტანციური ჯავშანი ვრცელდებოდა მხოლოდ ქართველოლოგიის და ბიბლიოგრაფიული განყოფილებების ფონდებზე.
„დისტანციური ჯავშნის საერთო საცავის ფონდზე გააქტიურება მკითხველს შესაძლებლობას აძლევს დაჯავშნოს წიგნი მინიშნებით - წიგნთსაცავი და მიიღოს მომსახურება ლოდინის გარეშე.
გამოწერა კი ხდება მისთვის სასურველ დროს, მერაბ მამარდაშვილის სახ. სამოქალაქო განათლების სამკითხველო დარბაზში“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციაში.
მსურველებს წიგნის დისტანციურად დაჯავშნის ვიდეოგზამკვლევის ნახვა შეუძლია ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.