გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ ეროვნული ლიგა 3-ის ახალ სეზონს 26 მარტიდან დაიწყებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ადგილობრივი გუნდი „ვარკეთილს" დაუპირისპირდება.
მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და გორში ქართლის სტადიონზე ჩატარდება.
რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს, ილია მღებრიშვილის გუნდმა ცხრა ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელთაგან ხუთი - მოგებით, ოთხი კი ფრედ დაასრულა.
„წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის შეხვედრებში ჩვენმა გუნდმა „კასპი“, „ორბი“, „გარდაბანი“, „არაგველები“ და „იბერია 2“ დაამარცხა. „ივერიასთან“, „დილასთან“, „ლოკომოტივთან“ და „შტურმთან“. კი „გორმა“ შეხვედრები ფრედ - 1:1 დაასრულა“, - აღნიშნულია საფეხბურთო გუნდ „გორის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს