

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში შემეცნებითი ლექციების ციკლი - „გამორჩეული გორელები - დიმიტრი ამილახვარი“ იწყება.
მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ.
პირველი ლექცია 19 მარტს ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.
აქტივობაში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის ტელეფონის ნომრებზე: 0370 27 28 67, 599 22 39 97, 599 32 24 33 უნდა დარეკონ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.