

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო დამოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილს ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებული სასჯელი 8 წლით და მთლიანობაში, მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა.
სასამართლო სხდომასსააკაშვილი არ ესწრებოდა (არც დარბაზში და არც დისტანციურად), შესაბამისად, არ უსარგებლია სიტყვით.
შეგახსენებთ, 12 მარტის სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამჟამად, მის მიმართ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ეხება 7 ნოემბრის ეპიზოდს.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი