გორში, მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე, ახალი ქუჩის მოწყობა მალე დასრულდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გორში ახალი ქუჩის მოწყობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დაიგეგმა.
რაც შეეხება პროექტს, გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩას და ცხინვალის გზატკეცილს აკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობას.
„პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
პროექტი ითვალისწინებდა 1 033 მეტრი ახალი გზის მშენებლობას, საფეხმავლოების, პანდუსების, სანიაღვრე სისტემის, მოაჯირების, საყრდენი კედლის, რეკრეაციული ზონის და გარეგანათების მოწყობას“, - ახადებენ გორის მერიაში.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ