

14 მარტი მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღის დაწესების მიზანია, ადამიანებმა გააცნობიერონ მდინარეების მნიშვნელობა, გაერთიანდნენ მსოფლიოს გარშემო მდინარეების გადასარჩენად და დაიცვან დაბინძურებისგან.
საქართველო ყოველწლიურად უერთდება გარემოს დამცველების მიერ, 1995 წლიდან წამოწყებულ კამპანიას და მდინარეების დაცვის მიზნით არაერთ აქტივობას ახორციელებს.
ცნობისთვის, საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. ქვეყნის ტერიტორიაზე 26060 მდინარე მიედინება, რომელთა საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების 99,4% მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები). ყველაზე გრძელი მდინარე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინება, ალაზანია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.