გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელებმა გორელ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა ზანგალაძეს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და მადლობის სიგელით დააჯილდოვეს.
სპორტსმენი ტირანაში (ალბანეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელებს შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ნიკა ზანგალაძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. მოჭიდავის მწვრთნელები ირბეგ ჯიოშვილი და დავით პოღოსიანი არიან.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონი, პრიზიორი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიცაა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს