კულტურა
13.03.2025 13:35
15 მარტს, გ. ერისთავის სახელობის თეატრი მაყურებელს „ოთარაანთ ქვრივს“ წარუდგენს

გორის თეატრი, 15 მარტს, მაყურებელს მორიგ სპექტაკლზე ეპატიჟება.

სასცენო ხელოვნების მოყვარულებს, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით დადგმულ, ამავე სახელწოდების სპექტაკლს, რეჟისორი გიორგი თენაძე წარუდგენს.

წარმოდგენაში მონაწილეობენ: მაღი არღუთაშვილი, დაჩი ბაბუნაშვილი, თორნიკე ბასიშვილი, კახა ბერიძე, ომარ ბექაური, ელენე დარჩია, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, მზიკო ტურაშვილი და ლევან ჯამბრიშვილი.

სპექტაკლი 19:00 დაიწყება.

კვირის ამბები