

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლა ექიმის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, სკოლის ექთნად მუშაობისთვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებაში ექთანად დასაქმების უფლების და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის შესაბამისი კვალიფიკაცია (მათ შორის საექთნო საქმის/ფერშალი ბაკალავრი ან საშუალო სპეციალური განათლების დამადასტურებელი საბუთი), პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი და სასურველია, ასევე, ჰქონდეს მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება .
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 670 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 17 მარტის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს