გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა ზანგალაძე 23-წლამდელებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია.
ფინალში ზანგალაძე ნეიტრალურ ათლეტს ლევ პავლოვს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
გორელი სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონი, პრიზიორი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
ნიკა ზანგალაძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. სპორტსმენის მწვრთნელები ირბეგ ჯიოშვილი და დავით პოღოსიანი არიან.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს