ორი - ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა ძიუდოისტებმა ანტალიაში გამართული კადეტთა ევროპის თასი.
ტურნირის ვერცხლის პრიზიორები გიორგი ბაბუციძე (60 კგ; მწვრთნელი ვეფხია ბაზანადარაშვილი) და იოანე აბალაკი (+90 კგ; მწვრთნელი მალხაზ ავაზნელი) გახდნენ.
ქეთი რობაქიძემ (70 კგ; მწვრთნელი ირაკლი ლომიძე) კი ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთაგან ორი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტია. იოანე აბალაკი კი ძიუდოს კლუბის „გორიჯვარი“ წარმომადგენელია.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს