

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის მიხედვით, ტყვიავში 900 მეტრი შიდა საუბნო გზა მოწესრიგდება. მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
„პროექტი, რომლის ღირებულებაც 400 ათას ლარზე მეტია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.